ბაგა ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა დღეს კიდევ ერთი დამატებითი სპეციალური განცხადება გააკეთეს, რომლის მიხედვითაც ისინი მიმართავენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს. უკვე ყოფილი დირექტორები მოითხოვენ, რომ შეიქმნას საზოგადოებრივი კომისია, რომელმაც შეისწავლოს მათი გათავისუფლების საკითხი.
ისინი ასევე მოითხოვენ გადაიხედოს მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა, რომლის საფუძველზეც ისინი თანამდებობებიდან ოფიციალურად გაათავისუფლეს.
„სამწუხაროდ, თავისი არაპროფესიონალიზმით, რომელმაც მიიღო უკვე სისტემური ხასიათი, ბაგა ბაღების მართვის სააგენტო რეფორმების ხელშეწყობის ნაცვლად, დაუპირისპირდა ამ რეფორმებს. ეს გამოიხატება, მათ შორის პროფესიონალური კადრების სისტემატიური გათავისუფლებით. სააგენტოს მხრიდან მიდის ბაღის მოქმედ დირექტორებზე, მათი დაბარება სააგენტოში, დაშანტაჟება და დაშინება, სწორედ ჩვენი მდგომარეობით. სწორედ, ამიტომ არის, რომ ბევრი მათგანი ვერ ბედავს დღეს ღიად პრობლემაზე საუბარს“ - ნათქვამია გათავისუფლებული დირექტორების განცხადებაში.
გათავისუფლებული დირექტორები სასამართლოში სარჩელის შეტანას მომავალ კვირას გეგმავენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე