ლეიბორისტები მერიას თბილისში არსებული ავარიული და დანგრევის პირას მყოფი სახლების რეკონსტრუქციისკენ მოუწოდებენ. პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრებმა დღეს დედაქალაქის მერიასთან ავარიული სახლების ფოტოების გამოფინა მოაწყვეს. ისინი აქცია-პერფორმანსით მერიისგან სამუშაოების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ. მათი განმარტებით ასეთი ტიპის სახლებში ცხოვრება სიცოცხლისთვის სახიფათოა.
"მოსახლეობას უწევს ისეთ ავარიულ და მძიმე მდგომარეობაში მყოფ სახლებში, რომ მათ სიცოცხლეს ექმნება საფრთხე, ყოველდღიური საფრთხის წინაშე არიან ისინი. მათ ამ ყველაფრის გათვალისწინებით არა ერთხელ შეიტანეს მერიაში განცხადება, რომ ისინი საჭიროებენ აღდგენით სამუშაოებს თუმცა ამის მიუხედავად, უმეტეს შემთხვევაში მერიიდან საერთოდ არ ყოფილა რეაგირება", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის თბილისის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარემ მიხეილ ქუმსიშვილმა.