წეროვანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილისთვის ბუნებრივი აირის მიწოდების შეზღუდვას დევნილთა მინისტრი ეხმაურება. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მას შემდეგ რაც დევნილის შემწეობა გაიზარდა, იძულებით გადაადგილებულმა პირებმა კომუნალური გადასახადები თავად უნდა გადაიხადონ.
„ჩვენმა ხელისუფლებამ წეროვანს და ერთხელ გაუნულა, მეორედ ყველა მათგანს დავეხმარეთ 200 ლარიანი ვაუჩერით. ჩვენ რომ ეს პრაქტიკა გავაგრძელოთ, მაშინ ვინმემ ამიხსნას, რატომ არ უნდა გავუკეთოთ იგივე ზუგდიდში, მარნეულში, რუსთავში მაცხოვრებელს. ისინი დისკრიმინირებულნი იქნებიან. წეროვანში აბსოლუტური უმრავლესობა იხდის,“- განახადა სოზარ სუბარმა.