20 ნოემბერი 2024,   02:26
ვრცლად
შალვა რამიშვილი მისი გათავისუფლების უკან გავლენიანი პირების ინტერესებზე საუბრობს და "იმედის" დირექტორის დაკითხვას არ გამორიცხავს

ამ წუთებში შალვა რამიშვილი პროკურატურაში იმყოფება. სამართალდამცავ უწყებაში ის მეუღლესთან ერთად გამოცხადდა.

შალვა რამიშვილმა თათია სამხარაძის ბრალდებებს „ფარსი“ უწოდა და განმარტა, რომ პასუხს მის სამსახურიდან გათავისუფლებაზე ტელეკომპანია იმედის გენერალური დირექტორისგან, გიორგი ბახტაძისგან მოითხოვს. მან ასევე არ გამორიცხა, რომ მომავალში თავად ბახტაძეც დაიკითხოს.

რამიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ ის ამ პროცესების უკან კონკრეტული გავლენიანი პირების ინტერესებს ხედავს, თუმცა ამ ეტაპზე აღნიშნულ თემაზე მხოლოდ იმას აკონკრეტებს, რომ გამორიცხავს ხელისუფლების ჩართულობას.  

როგორც რამიშვილი განმარტავს იმ ქალბატონებს ვინც მას მოძალადედ თვლის "შეუძლიათ დაეწყონ და მივიდნენ პროკურატურაში." 

შეგახსენებთ, რომ თათია სამხარაძე შალვა რამიშვილს სექსუალური ხასიათის შევიწროვებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულება აქვს.

დღის ამბები