20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
მელიქიშვილის ქუჩაზე საცხოვრებელ სახლში სააბაზანოს კედელი ჩამოინგრა

მელიქიშვილის 13 ნომერში გამთენიისას ქირიების საცხოვრებელ სახლში, სააბაზანოში კედელი ჩამოინგრა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო ეკიპაჟი, ასევე იმყოფებოდნენ გამგეობის წარმომადგნლები.

ქირიების ოჯახს, გამგეობის წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ სპეციალური დოკუმენტები შეაგროვონ და საკუთარი სახსრებით გავიდნენ დროებით საცხოვრებელში, შემდეგ კი ერთი თვის განმავლობაში აუნაზღაურებენ თანხებს.

ქირიების განცხადებით, ისინი მძიმე სოციალურ მდგომარეობაში არიან და საკუთარი სახსრებით ვერ შეძლებენ დროებით საცხოვრებელ სახლში გასვლას.

ოჯახს წევრი, რუსუდან ქირია, მერიისგან დაუყოვნებლივ რეაგირებას ითხოვს.

დღის ამბები