ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქებისას გარდაცვლილი 12 მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს სამების საკათედრო ტაძარში.
ამ დროისთვის აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში გარდაცვლილი კიდევ 12 მებრძოლის ნეშტია იდენტიფიცირებული. ექსპერტიზა სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში ჩატარდა.
დამატებითი კვლევები კი ზაგრების უნივერსიტეტში განხორციელდა. პროცესში წითელი ჯვრის ეგიდით ჩართული იყო საკოორდინაციო ჯგუფი.
„მთლიანად დასრულდა ბაბუშერას აეროპორტიდან გადმოსვენებული ცხედრების იდენტიფიკაცია და ყველა მათგანი ოჯახებს გადაეცა,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.