დაკავებით დასრულდა მშობლების საპროტესტო აქცია ბაღების სააგენტოსთან - პატრულის დაუმორჩილებლობის ბრალდებით დაკავებული საბავშვო ბაღის აღსაზრდელის მშობელი თამარ ირაჯაული საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
თამარ ირაჯულის სასამართლო პროცესს არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. საქალაქო სასამართლოში საზოგადოების ცნობილი სახეებიც მივიდნენ.
თამარ ირაჯული საპატრულო პოლიციამ ბაღების სააგენტოს ოფისთან დააკავა.
გათავისუფლებული დირექტორები სარჩელით სასამართლოს ორშაბათს მიმართავენ და მათი გათავისუფლების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.
ავტორი: ეკო მაღრაძე.