20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
9 აპრილმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველი ხალხის ცნობიერება - გიორგი კვირიკაშვილი

9 აპრილს დაღუპულ გმირთა მემორიალი პრემიერ-მინისტრმა გვირგვინით შეამკო. პრემიერთან ერთად გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს მინისტრთა კაბინეტის სხვა წევრებმაც.

„ეს არის დღე, რომელიც საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაიწერა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელი, როდესაც უამრავმა ქართველმა ახალგაზრდამ შიშველი ხელით სცადა, წინ აღდგომოდა საბჭოთა მმართველობის მძლავრ მანქანას. ეს იყო თავგანწირვის მაგალითი და იმ დღეს დაღვრილმა სისხლმა შეცვალა არა მხოლოდ ქვეყნის განვითარების ვექტორი, არამედ ქართველების ცნობიერება და განმტკიცდა რწმენა იმის, რომ შესაძლებელია, თუნდაც შენზე ბევრად აღმატებულ ძალას აღუდგე წინ მტკიცედ და ვაჟკაცობით. სამწუხაროდ, შემდგომ წლებში ამ გმირთა ჩამონათვალს ბევრი სახელი შეემატა. 9 აპრილი დარჩება იმ ახალგაზრდების გმირობის ამბად, რომლებმაც შიშველი ხელებით ტანკების შეჩერება სცადეს,“ - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 

გარდა ამისა, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ მდებარე მემორიალთან მოძრაობის თეატრის მიერ მოეწყო პერფომანსი და 9 აპრილის ამსახველი ფოტო და ვიდეოკადრების ჩვენება. 

დღის ამბები