20 ნოემბერი 2024,   02:22
ვრცლად
ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ - გიორგი მარგველაშვილი

"ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ," - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტში, 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე გააკეთა. 

„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ და დამოუკიდებლობიდან ახლა მივდივართ თავისუფლებისკენ. დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა. 

 

დღის ამბები