"საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია", - ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, დღეს 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
მან საქართველოს მოსახლეობას მიულოცა დღევანდელი დღე, როგორც გამარჯვების დღე და დასძინა, რომ "დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიის და უდიდესი დღესასწაულის დღეა".
„დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, თუმცა, ასევე უდიდესი დღესასწაულია, რადგან 25 წლის წინ ამავე ადგილზე საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია. დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც საქართველოს სადარაჯოზეა საქართველოშიც, სხვაგანაც და საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს,“ - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.