სოფელ კირბალიდან რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. შემთხვევა იმ დროს მოხდა, როდესაც 44 წლის ეროსი თაყაძე საქონელს სოფლის მიმდებარე ტერიტორიაზე აძოვებდა.
ეროსი თაყაძე, სავარაუდოდ, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით არის დაკავებული, თუმცა როგორც ოჯახის წევრები აცხადებენ, დაკავებულს საზღვარი არ დაურღვევია.
მათი თქმით, რუსი ოკუპანტები გადმოვიდნენ საზღვარზე და ქართული მხარის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოხდა მისი გატაცება.
მომხდარის შესახებ უკვე ცნობილია ევროსაბჭოს მონიტორინგის ჯგუფისთვის.