12 ქართველი მებრძოლის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დასრულდა. აფხაზეთის ომის დროს ბაბუშერას აეროპორტში თვითმფრინავის აფეთქების დროს დაღუპულები დიღომში, ძმათა სასაფლაოზე გადაასვენეს.
მებრძოლების სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდნენ საქართველოს პრეზიდენტი, დეპუტატები, თბილისის მერი, არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები და მოქალაქეები.