9 აპრილის გმირთა მემორიალთან ადამიანების ნაკადი ღამის 4 საათიდან არ წყდება. პარლამენტის შენობასთან, სადაც 1989 წელს შეკრებილი ადამიანები დამოუკიდებლობას ითხოვდნენ, დილიდან მიდიან რიგითი ადამიანები და პატივს მიაგებენ დაღუპულთა ხსოვნას.
ასევე იქ იმყოფებიან ის ადამიანები, ვინც უშუალოდ მონაწილეობდნენ 27 წლის წინ მომხდარ 9 აპრილის მოვლენებში.
27 წლის წინ რუსთაველის გამზირზე საბჭოთა კავშირის სადამსჯელო რაზმებმა დემონსტრანტები დაარბიეს. გარდაიცვალა 21 ადამიანი, იყვნენ დაჭრილებიც და ასევე გაურკვეველი ნივთიერებით მოიწამლა 2 ათასზე მეტი ადამიანი.