20 ნოემბერი 2024,   02:16
ვრცლად
ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს

ბაბუშერას ტრაგედიისას დაღუპული მებრძოლები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიალს დევნილთა მინისტრი, თბილისის მერი, თავდაცვის მინისტრის მოადგილე და უწყების სხვა ოფიციალური პირების ესწრებოდნენ.

„განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა საერთაშორისო წითელ ჯვარს უზარმაზარი ძალისხმევისთვის და განსაკუთრებული მადლობა აფხაზურ მხარეს,“ - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მანამდე აფხაზეთის ომში თვითმფრინავის აფეთქებისას გარდაცვლილთათვის სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს სამების საკათედრო ტაძარში.

12 მებრძოლის ხსოვნას პატივი პრეზიდენტმა, მთავრობის წევრებმა, დეპუტატებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა მიაგეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები