20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
9 აპრილი - საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე

საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი დღე – 9 აპრილი. ტრაგიკული დღიდან უკვე, თითქმის, სამი ათეული წელი გავიდა.

9 აპრილი, ისტორიკოსებისა თუ პოლიტიკოსების შეფასებით, შესაძლოა, მნიშვნელობით კიდეც უტოლდებოდეს დიდი მეფეების გამარჯვებებს.

საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი დემონსტრანტები რუსულმა არმიამ მომწამლავი გაზით, ნიჩბებითა და ტანკებით თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე დაარბია. 

უფროსი თაობისგან განსხვავებით, 9 აპრილის მნიშვნელობას ახალგაზრდები უკვე ისტორიის წიგნებიდან ეცნობიან. პედაგოგები მიიჩნევენ, რომ 9 აპრილი უკვე შეფასდა, როგორც იმპერიის მცდელობა, დაესაჯა თავისუფლებისთვის მებრძოლი ერი.

9 აპრილის მონაწილეებისთვის ეს დღე იყო ძლიერი ემოციური და პოლიტიკური იმპულსი იმ რაციონალური მიზნების მისაღწევად, რისკენაც საქართველოს სახელმწიფო ისწრაფვის.

 

 

ავტორი: სოფო ვარდიაშვილი 

ამავე თემაზე
დღის ამბები