20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
გლდანის მეხუთე მიკრორაიონის მოსახლეობა სტადიონის გასხვისებას აპროტესტებს

გლდანის მეხუთე მიკრორაიონის მოსახლეობა სტადიონის გასხვისებას აპროტესტებს. მათი თქმით, ტერიტორიაზე მაღალსართულიანი სახლის მშენებლობა იგეგმება, რაც ირგვლივ მდებარე ავარიულ კორპუსებს დანგრევის საფრხეს შეუქმნის. როგორც ადგილობრივები განმარტავენ, წინასაარჩევნოდ ხელისუფლება მათ სტადიონის კეთილმოწყობას დაპირდა, თუმცა არაფერი გაკეთებულა. ისინი ტერიტოიაზე სტადიონისა და სკვერის მოწყობას ითხოვენ. განცხადება სტადიონის გაყიდვასთან დაკავშირებით, ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენელმაც გააკეთა.

დღის ამბები