„ერთად ჩვენ საქართველო ვართ“ - ამ ლოზუნგით პაატა ბურჭულაძის საქართველოს განვითარების ფონდის ორგანიზებით თბილისში ცოცხალი ჯაჭვი მოეწყო. ეროვნულ ტანისამოსში ჩაცმული საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებმა ჯუმა-მეჩეთიდან სურბ-გევორქის საკათედრო ტაძრის და სინაგოგას გავლით თბილისის ისტორიულ მუზეუმ ქარვასლამდე ცოცხალი ჯაჭვი შეკრეს.
აქციის ფარგლებში პაატა ბურჭულაძე სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის ტაძრებს ესტუმრა და სასულიერო პირებს შეხვდა. ფონდის დამფუძნებელმა ქარვასლაში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლებს სიტყვითაც მიმართა.