როგორ უნდა მოგვარდეს ოკუპირებულ აფხაზეთთან დაკავშირებული პრობლემები - ამ თემაზე შეხვედრა დღეს ახმეტელის თეატრში შედგა. საკუთარი მოსაზრებები აფხაზეთის თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებმა დევნილებს გააცნეს.
შეხევდრის ინიციატორი საზოაგდოებირვი მოძრაობა ჩვენი აფხაზეთია. შეკრებილებმა ხელისუფლება უმოქმედობაში დაადანაშაულეს. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ოკუპირებულ ტერიოტრიაზე აფხაზური ენის დაკარგვის რეალური საშიშროება დასახელდა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემუშავდება რეკომენდაციათა პაკეტი, რომელიც მოგვიანებით ხელისუფლებას გადაეგზავნება.