2016 წლიდან ტექდათვალიერების შემოღების აუცილებლობაზე მთავრობის ზედა ეშელონში, კიდევ ერთხელ, მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები გახდა ცნობილი, რომლის თანახმადაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ჰაერის დაბინძურების უმთავრეს მიზეზს ავტომობილების გამონაბოლქვი წარმოადგენდა.
ასევე საუბარია ახალ რეგულაციებზე ტაქსებისთვის. ტაქსებისთვის განმასხვავებელი სანომრე ნიშნის შემოღების გარდა, შესაძლოა განსჯის საგნად იქცეს ის პუნქტიც, რომლის თანახმადაც ტაქსზე ვეღარ იმუშავებენ პირები, ვისაც წარსულში მძიმე დანაშაული აქვთ ჩადენილი.
მძღოლებისთვის აუცილებელი იქნება ნარკოლოგიური შემოწმების გავლა, ასევე ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. სავარაუდოდ დაწესდება შეზღუდვები ასაკთან მიმართებაშიც. სხვა მტკივნეულ საკითხებზე: ექნებათ თუ არა ტაქსებად მუშაობის უფლება მარჯვენასაჭიან ან გაზზე მომუშავე მანქანებს, დაწესდება თუ არა შეზღუდვები ავტომობილის წლოვანებაზე ან რა ეღირება სალიცენზიო მოსაკრებელი ამ ეტაპზე მერიაში ღიად არ პასუხობენ. ცნობილია მხოლოდ ის, რომ ცვლილებების მეორე ეტაპის განხორციელება მხოლოდ მას შემდეგ იგეგმება, რაც ქვეყანაში ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება სავალდებულო გახდება.
ავტორი:გიორგი გვიშიანი.