ტურიზმის სფეროში ზრდა 10-ჯერ არის შემცირებული, თუმცა ახლა მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან, რომელიც კატასტროფების სალიკვიდაციოდ არსებობს, 29 მილიონი აიღო კონცერტების ჩასატარებლად.
რობი ვილიამსის ტიპიური ფასი ამჟამად 2 მილიონი დოლარია, რამაზოტი და კარერასი დაახლოებით თანაბრად ნახევარი მილიონი ჯდება, ხოლო მარუნ ფაივი 700 ათასი დოლარი.
ჯამში, მეტობით საერთო ბიუჯეტი 4 მილიონი დოლარი გამოდის, ანუ დაახლოებით 10 მილიონი ლარი, რაში იხარჟება დარჩენილი 19 მილიონი ამის გარკვევას P.S.-ის კორესპოდენტი შეეცადა.
ასევე ტურიზმის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ მთავრობას ფული სინამდვილეში არჩევნებისთვის დასჭირდა, თანაც სასწრაფოდ და სარეზერვო ფონდიც ამიტომ ჩართო საქმეში.
ავტორი: აკაკი გოგიჩაიშვილი.