20 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
61 წლის ვეტერანის გაურკვეველ ვითარებაში დაყადაღებული ტრაილერი და თამაზაშვილების შესაძლო კავშირი საქმესთან

61 წლის სამხედრო ვეტერანის იუზა გეგეშიძის ტრაილერი ორ წელიწადზე მეტია, ქუთაისის პოლიციის ეზოში დგას. რატომ არის მანქანა დაყადაღებული გეგეშიძეებმა ვერ გაარკვიეს. სანამ საქმის დეტალებს გაირკვევა, მანამდე იუზა გეგეშიძის შვილი სხვის მანქანაზე მუშაობს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კახა გეგეშიძეს მანქანა 2014 წლის 6 იანვარს გაუფორმა, 16 აპრილს კი ჩამოართვა და დალუქა. წერილით, რომელიც ოჯახში მივიდა, სამინისტრო ატყობინებს, რომ ტრაილერი იძებნება ინტერპოლის მიერ.

ტრაილერის ოფიციალური გამყიდველი იყო ლაშა ჯოლოგუა, ფირმა პილოტრანსის წარმომადგენელი საქართველოში. შუამავლობა კი იკისრა ბიზნესმენმა ბესო კეიდიამ, რომელსაც, გეგეშიძეების მტკიცებით მათ გადასცეს მთელი ფული.

საქმეში ასევე ფიგურირებს ყოფილი პრემიერის სიმამრის თამაზ თამაზაშვილის სახელი და გვარიც.

ავტორი: თენგიზ გოგოტიშვილი.

 

დღის ამბები