20 ნოემბერი 2024,   02:13
ვრცლად
სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

სირიაში კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე დაიღუპა. 39 წლის ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა.

ოჯახმა ბუგიევის გარდაცვალების შესახებ წუხელ გვიან ღამით გაიგო. პანკისის ხეობაში რუსთავი2-ის გადამღები ჯგუფი იმყოფებოდა, ადგილობრივი მოსახლეობის განმარტებით, ვახა ბუგიევი საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.

 

 



დღის ამბები