20 ნოემბერი 2024,   02:20
ვრცლად
NDI-ის კვლევა-საზოგადოება მთავარი პრობლემების ხუთეულს ასახელებს

NDI  საზოგადოებრივი აზრის კიდევ ერთ კვლევას აქვეყნებს, რომლის ერთ-ერთი ნაწილი გამოკითხული მოსახლეობის მიერ დასახელებული მთავარი პრობლემებია.

მოქალაქეებს განსაკუთრებით აწუხებთ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა. ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული პრობლემებიდან, გამოკითხულთა უმეტესობა ყველაზე აქტუალურად კვლავ სამუშაო ადგილებს ასახელებს. ასეთი 57 პროცენტია. შემდეგ ადგილებზე მნიშვნელოვანი პრობლემების ჩამონათვალში ინფლაციაა - 35% და სიღარიბე - 30%. ტერიტორიულ მთლიანობას მნიშვნელოვან ეროვნულ პრობლემად გამოკითხულთა 26 პროცენტი ასახელებს.

გამოკითხულთა 55 პროცენტი მიიჩნევს, რომ სამუშაო ადგილებთან დაკავშირებით 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ ვითარება გაუარესდა, ფასების ზრდასა და ინფლაციის გაუარესებაზე საუბრობს გამოკითხულთა 92 პროცენტი, სიღარიბესთან დაკავშირებული მდგომარეობის გაუარესებაზე კი გამოკითხულთა 70% საუბრობს.

კვლევის თანახმად საზოგადოება ასევე განმარტავს, რომ ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გარდა სხვა ყველა მიმართულებით მათი მდგომარეობა გაუარესებულია.

წინასწარი ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა ადამიანმა მიიღო, კვლევა კი 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩატარდა.

 

დღის ამბები