20 ნოემბერი 2024,   02:32
ვრცლად
NDI-ს კვლევა - გამოკითხულთა 39 %-ს ქვეყნის ძირითად მიმართულებებზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს

დღეს ამერიკის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევის პირველი ნაწილი გასაჯაროვდა, რომელიც ეკონომიკურთან ერთად ქვეყნის საგარეო კურსსაც მოიცავს.

გამოკითხულთა 39 %-ს ქვეყნის ძირითად მიმართულებებზე უარყოფითი დამოკიდებულება აქვს, 10 % კი ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი გზით მიდის.

ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას 3% დადებითად, 66% კი უარყოფითად აფასებს.

გამოკითხულთა 65% თავს დაუსაქმებლად, 5% კი დასაქმებულად მიიჩნევს.

77%-ს სურს ევროკავშირის წევრობა, ვიზალიბერალიზაციას კი მხარს 84 %  უჭერს.

ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა გამოკითხულთა 68%.

წინასწარი ინფორმაციით, გამოკითხვაში მონაწილეობა 3 900-მა ადამიანმა მიიღო, კვლევა კი 23 თებერვლიდან 14 მარტის ჩათვლით ჩატარდა.

 

 

დღის ამბები