20 ნოემბერი 2024,   02:23
ვრცლად
ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს გამოკითხულთა 20% უჭერს - NDI კვლევას აქვეყნებს

NDI-ს მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას მხარს 20% უჭერს, ევროკავშირი კი 61%, ნატო-ში ინტეგრაციის მომხრეა გამოკითხულთა 68%.

23%-ის აზრით ქვეყანაში უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ნატო, 13% მიიჩნევს, რომ ეს არის ევროკავშირი, ხოლო 13%-ის აზრით რუსეთი.

გამოკითხულთა 47%-ის ქვეყანაში საფრთხედ რჩება რუსეთი, 8%-ს საფრთხედ ISIS მიაჩნია, ხოლო 7%-ს აშშ.   

NDI-მ დღეს თავისი კვლევის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ოთხშაბათს იგეგმება პოლიტიკური კვლევის მონაცემების გასაჯაროვება.

კვლევაში 3 900 რესპოდენტი მონაწილეობდა და ის თებერვალ-მარტში ჩატარდა.

დღის ამბები