20 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრას უშედეგოდ მოითხოვენ

კამპანია ეს შენ გეხება პრემიერმინისტრს და პარლამენტის თავმჯდომარეს ღია წერილით მიმართავს. არასამთავრობო ორგანიზაციები ქვეყნის უმაღლეს პირებთან შეხვედრას მოითხოვენ. სამოქალაქო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნები, კვლავ ფარული თვალთვალისა და მიყურადების მოქმედი სისტემის რეფორმა, დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს შექმნა, უსაფრთხოების სისტემაში რეფორმების გაგრძელება და საპარლამენტო კონტროლის გაძლიერებაა.

”ამ ლოკალური ქმედებებით იმ დიდ პრობლემას ჩვენ ვერ მოვაგვარებთ, რომლის წინაშეც დგას სახელმწიფო, პირველი ის, რომ გამოძიება მხოლოდ ამ ფაქტზე არ უდნა იყოს ეფექტური და სხვა გამოძიებებიც უნდა დასრულდეს მათ შორის იმ დიდ არქივთან დაკავშირებით. ასევე მნიშვნელოვანია რეფორმის ჩატარება, სპეც სამსახურების, მოსმენების სიტემის და ასევე მნიშვნელოვანია არსებობდეს ორგანო, რომელიც გამოიძიებს სამართალდამცავი ორგანოების კანონის დარღვევის ფაქტებს“ - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტის გიორგი გოცირიძის თქმით, პრემიერთან შეხვედრა მათ ფარული ჩანაწერების გამოქვეყნებისთანავე მოითხოვეს, თუმცა ეს დღემდე ვერ ხერხდება.

“კონკრეტული ადმიანების დაკავება მოხდა სამ ფაქტთან დაკავშირებით, მაშინ როდესაც 25 ათასი ფაილი არსებობდა შინაგან საქმეთა სამინისტროში,“ - აღნიშნა გიორგი გოცირიძემ.     

ავტორი: ელისო ჯარიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები