20 ნოემბერი 2024,   02:35
ვრცლად
"უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება“ - NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი

NDI-მ დღეს კიდევ ერთი კვლევა გამოაქვეყნა, რომელიც ქვეყნის განვითარების კურსთან დაკავშირებით მოსახლეობის მზარდ უკმაყოფილებას ასახავს. 

გამოკითხულთა უმეტესობას მიაჩნია, რომ 2012 წლის შემდეგ მათი მდგომარეობა გაუარესდა. ასეთია 52%, 47% კი მიიჩნევს, რომ მდგომარეობა არ შეცვლილა.

39% აცხადებს, რომ ქვეყანა რომ არასწორი მიმართულებით ვითარდება, 36%-ს კი მიაჩნია, რომ საერთოდ არ ვითარდება. 

NDI-ს კვლევისას გამოიკითხა, თუ რომელი პარტიის მხარდამჭერები იყვნენ მათი რესპოდენტები, ქართული ოცნების მხარდამჭერებიც კი ერთ-ერთ მთავარ მიზეზად, თუ რატომ არის ქვეყანაში მძიმე ეკონომიკური ვითარება ხელისუფლების შეცდომებს ასახელებენ.

"მოქალაქეებს რაც ყველაზე მეტად აწუხებთ, ეკონომიკური საკითხებია - უმუშევრობა, სიღარიბე, პენსიები, ფასები და ინფლაცია. ამის ფონზე, საქართველოში ეკონომიკურ მდგომარეობას დადებითად მოსახლეობის მხოლოდ 3% აფასებს. გამოკითხულთა დიდ ნაწილს არც ხელისუფლების მუშაობა მოსწონს, უმეტესობა მიიჩნევს, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება,“ - აღნიშნავს NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორი, ლორა ტორნტონი. 

NDI-მ დღეს თავისი კვლევის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ოთხშაბათს იგეგმება პოლიტიკური კვლევის მონაცემების გასაჯაროვება. კვლევაში 3 900 რესპოდენტი მონაწილეობდა და ის თებერვალ-მარტში ჩატარდა. 

დღის ამბები