20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება - პოსტი 115-ე სკოლამდელი დაწესებულების დირექტორს დაატოვებინეს

კიდე ერთი საკადრო გადაწყვეტილება საბავშვო ბაღებში. ამჯერად პოსტი 115-ე სკოლამდელი დაწესებულების დირექტორს დაატპოვებინეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი ამ შემთხვევაშიც მერიის შიდა აუდიტის სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნა და თანხის არამიზნობრივი ხარჯვაა, თუმცა ამ მიზეზს არ ეთანხმებიან მშობლები და ამბობენ, რომ გადაწყვეტილებას პოლიტიკური სარჩული აქვს.

50-მდე  მშობელი ამ წუთებში ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს თემურ თორდინავას ხვდებიან. მშობლები აცხადებენ, რომ მათ აქვთ კონკრეტული შეკითხვები და ისინი კონკრეტულ პასუხებს ელოდებიან.

“რის საფუძველზე მოხსნა ქალბატონი ნინო გვაინტერესებს, გამოვიდეს და გამჭვირვალედ გვიპასუხოს. ის იყო მოსული ჩვენთან ბაღში შეგვხვდა დადებითად დაახასიათა ქალბატონი ნინო, 9 წელია ქალბატონი ნინო არის ჩვენი ბაღის დირექტორი, არანაირი დარღვევა, ამ ქალმა ძალიან ბევრი იბრძოლა რომ ეს ბაღი ყოფილიყო ასეთ კარგ პირობებში“ - განაცხადა ერთ-ერთმა მშობელმა მაკა ჩემიამ.

 ავტორი: ეკო მაღრაძე

 

 

                                              

 

დღის ამბები