20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი 77%-მდე გაიზარდა-NDI

NDI-ს კვლევაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ქვეყნის საგარეო-პოლიტიკური კურსი. კვლევის მიხედვით,  77%-მდე არის ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი გაზრდილი, ასევე კვლევის ერთ-ერთი მთავარი მიგნებაა ის, რომ მოსახლეობის უმეტესობა ინფორმირებულია ვიზალიბერალიზაციის პროცესთან დაკავშირებით, გამოკითხულთა 84% მხარს უჭერს ვიზალიბერალიზაციას.

კვლევაში ასევე შეადარეს ერთმანეთს, თუ როგორია თანაფარდობა ევრაზიული კავშირისა და ევროკავშირის მხარდამჭერებს შორის, წინა კვლევასთან შედარებით, ევრაზიული კავშირის მხარდამჭერები შემცირებულია და მათი რაოდენობა 20%-ს შეადგენს, გაზრდილია ევროკავშირში გაწევრიანების მხარდამჭერთა რიცხვი.

 „უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში პრო რუსული განწყობები უფრო მაღალია. რაც შეეხება ასაკობრივ კატეგორიებს, ვხედავთ, რომ ახალგაზრდები უფრო პრო დასვლურები არიან. საინტერესოა, რომ შეკითხვაზე, როგორი წარმოგიდგენიათ საქართველოს კურსი, უმრავლესობის პასუხია - პრო დასავლური, თუმცა, რუსეთთა კარგი ურთიერთობის შენარჩუნების ფონზე“, - განმარტა NDI-ს საქართველოს ოფისის დირექტორმა, ლორა ტორნტონმა. 

NDI-მ დღეს თავისი კვლევის სოციალურ-ეკონომიკური ნაწილი გამოაქვეყნა. ოთხშაბათს იგეგმება პოლიტიკური კვლევის მონაცემების გასაჯაროვება. კვლევაში 3 900 რესპოდენტი მონაწილეობდა და ის თებერვალ-მარტში ჩატარდა. 

დღის ამბები