ბაგა-ბაღების გათავისუფლებულმა დირექტორებმა ერთობლივი სარჩელი შეიტანეს თბილისის საქალაქო სასამართლოში. ყოფილი ხელმძღვანელები ბაღების მართვის სააგენტოს გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომლის მიხედვითაც ისინი თანხების არამიზნობრივი ხარჯვის ბრალდებით თანამდებობებიდან გაათავისუფლეს. 11 ბაღის დირექტორი სამსახურში აღდგენას მოითხოვს.