20 ნოემბერი 2024,   02:18
ვრცლად
მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა

მსახიობ კოტე თოლორდავას გარდაცვალებიდან ერთი წელი გავიდა. მის საფლავთან დღეს ოჯახის წევრები, მეგობრები და კოლეგები შეიკრიბნენ.

საღამოს კი ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში კოტე თოლორდავას ხსოვნისადმი მიძღვნილი სპექატკლის ღამე და თუთიყუშის ჩვენება გაიმართება.

მსახიობი 35 წლის ასაკში მოსკოვში, ფილმის გადაღებებისას ინფარქტით გარდაიცვალა. ის იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი, მრავალი როლი აქვს შესრულებული კინოსა და თეატრში.

კოტე თოლორდავას განსაკუთრებული პოპულარობა სერიალმა ჩემი ცოლის დაქალები მოუტანა.

დღის ამბები