თბილისის მერიასთან ამ წუთებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თევდორე მღვდლის 13 ნომერში მდებარე ყოფილი რკინიგზის საავადმყოფოში შესახლებული სოციალურად დაუცველები და დევნილები არსებული ფართების დაკანონებას და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
აქციაზე შეკრებილი მოსახლეობა მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს.