მეგა შოუ იქს ფაქტორის გმირები დედაქალაქის ქუჩებში მოგზაურობენ. ამ წუთებში ისინი მეტრო რუსთაველთან იმყოფებიან.
გულშემატკივრებისთვის სიმღერა შეარულა პროექტის ერთ-ერთმა ფავორიტმა, ცირა კობიაშვილმა, რომელიც წინა ორშაბათს ჟიურისა და რუსთავი 2-ის მაყურებელი მოხიბლა.
მაყურებელი ზუსტად საღამოს 22:00 საათზე შესარჩევი ეტაპის მორიგ სერიას ნახავს და ყველაზე მუსიკალური მეგა-შოუს ახალ გმირებს გაიცნობს.
მანამდე კი იქს ფაქტორის სხვადასხვა სეზონის მონაწილეები მთელი დღის განმავლობაში დედაქალაქში მოგზაურობენ.
რუსთავი 2-ის ოფისიდან გავიდა სპეციალური ავტობუსი, რომელსაც ვარსკვლავები გულშემატკივრებთან შესახვედრად თბილისის ყველა უბანში მიჰყავს.