"დაიცავი თსუ" - ამ სახელწოდების აქცია გამართეს მაღლივის სტუდენტებმა. მათ ტერიტორიაზე 9 სართულიანი წყალმომარაგების ოფისის მშენებლობა გააპროტესტეს.
სტუდენტები დღესვე თბილისის მერიას და ეკონომიკის სამინისტროს სპეციალური პეტიციით მიმართავენ, რითაც მოითხოვენ მშენებლობის შეჩერებას და კომპანიისთვის ალტერნატიული ფართის გამოყოფას.
„თუ პეტიციაში მოყვანილი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება და არ შეჩერდება მშენებლობა, ვიტოვებთ იმის უფლებას, რომ კვლავაც გავიფიცოთ და ეს გაფიცვა მოვახდინოთ მანამ, სანამ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება,“ - განაცხადა კურიერთან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტმა რატი გელაშვილმა.
ეკოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტებმა დღევანდელ აქციაზე რამდენიმე ძირი ხეც დარგეს.