კამპანია ეს შენ გეხებას წევრები ამ წუთებში პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს თამარ ქალდანს ხვდებიან. სამოქალაქო მოძრაობის აქტივისტები განიხილავენ შესაძლებლობას, რომ შეიცვალოს ორ გასაღებიანი სისტემა და ერთი გასაღები ჰქონდეს დამოუკიდებელ ორგანოს, რომელსაც ზედამხედველობას გაუწევს პერსონალინსპერქტორი. ამ და სხვა საკანონმდებლო ინიციატივებზე მსჯელობა ეს შენ გეხებას ეროვნულ ფორუმთანაც ჰქონდა.
შეხვედრაზე შეთანხმდნენ ზოგად პრინციპზე რომ სისტემა შესაცვლელია. თუმცა ეროვნულმა ფორუმმა დამატებითი შეხვედრა ითხოვა, რომ საკითხის დასაზუსტებლად თუ რამდენად საჭიროა დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო აღჭურვილი იყოს დევნის ფუნქციითაც.