20 ნოემბერი 2024,   02:17
ვრცლად
30–მდე სკოლამდელი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელის ერთობლივი სარჩელი სასამართლოში დღეს შევიდა

ბაღების გათავისუფლებული დირექტორები სააგენტოს წინააღმდეგ - რამდენიმეკვირიანი პრორტესტის შემდეგ პროცესები სამართლებრივ სივრცეში გადადის. 30–მდე სკოლამდელი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელის ერთობლივი სარჩელი სასამართლოში დღეს შევიდა, რომლითაც ისინი ბაღების მართვის სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვენ.

ერთობლივ სარჩელს ხელი კიდევ ერთმა ყოფილმა დირექტორმა მოაწერა. 115-ე ბაღის ხელმძღვანელი ნინო სიჭინავა 2 დღის წინ გაათავისუფლეს. სიჭინავა დარწმუნებულია, რომ გადაწყვეტილება პოლიტიკურად მოტივირებულია.

ბრალდებებზე დღეს თემურ თორდინავას არ უპასუხია. ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი უკვე რამდენიმე დღეა საკადრო გადაწყვეტილებების შესახებ ჟურნალისტებთან აღარ საუბრობს. მედიისთვის ის შეხვედრაც დახურული იყო, რა დროსაც თორდინავას 115-ე ბაღის აღსაზრდელების მშობლები შეხვდნენ და დირექტორის გათავისუფლება გააპროტესტეს.

ჯერ უცნობია, როდის დაიწყებს საქალაქო სასამართლო გათავისუფლებული დირექტორების ერთობილივი სარჩელის განხილვას.

 

ავტორი: ეკო მაღრაძე

ამავე თემაზე
დღის ამბები