20 ნოემბერი 2024,   02:12
ვრცლად
შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მოწყობის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობაში

ასწლოვანი ლილიო დენდრონი კვლავ კამერების ყურადღების ქვეშაა. კერძო ტერიტორია, სადაც ხე ჩარგეს, ამჟამად ლითონის ღობითაა შეღობილი და უსაფრთხოების კამერებით კონტროლდება. ესაა სავარაუდოდ ის მიწის ნაკვეთი, რომელიც ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის და სადაც ხის მფლობელმა დენდროლოგიური პარკის მოწყობა დაანონსა.

კერძო ტერიტორია იზოლირებულია, ამიტომ უცნობია მიმდინარეობს თუ არა უკვე აქ სამუშაოები. შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მოწყობის გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაცია არ აქვთ ადგილობრივ თვითმმართველობაში.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პარკის მოწყობისა და ინფრასტრუქტურის მოწესრიგების შემდეგ, ტერიტორია საჯარო სარგებლობისთვის ოზურგეთის მუნიციპალიტეტს უნდა გადაეცეს. ყოფილი პრემიერმინისტრის წარმომადგენელი კი კურიერთან სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ დანამდვილებით არ იციან, შედგება თუ არა დენდროლოგიური პარკის პროექტი.

 

ავტორი: ქეთი ნადიბაიძე

დღის ამბები