20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
დავით ნარმანიას სახლთან ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს

ამ წუთებში თბილისის მერის საცხოვრებელ სახლთან აქცია მიმდინარეობს. დავით ნარმანიას სახლთან სოციალურად დაუცველები და დევნილები არიან შეკრებილები, მათ ნარმანიას სახლთან აქცია მას შემდეგ დაიწყეს, რაც მერიასთან გამართული აქციის მიუხედავად მათი პრობლემებით არავინ დაინტერესდა. 

აქციას ნარმანიას სახლთან რკინიგზის საავადმყოფოში შესახლებული პირები მართავენ და დედაქალაქის მუნიციპალიტეტისგან ყურადღებას ითხოვენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ შენობა სადაც ცხოვრობენ დანგრევის პირას არის, არ აქვთ ელექტროენერგია, წყალი და ბუნებრივი აირი რის გამოც შენობაში ანტისანიტარიაა. 

რკინიგზის ყოფილ საავადმყოფოში ამ დროისთვის 53 ოჯახი ცხოვრობს, ისინი აქციების გამართვას ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ცენტრთანაც გეგმავენ. 

დღის ამბები