სამართალი ითხოვს - არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დამოუკიდებელი და თავისუფალი მართლმსაჯულებისთვის დღეიდან ახალ კამპანიას იწყებს.
სამოქალაქო სექტორი სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებს აპროტესტებს.
კოალიციას სამი ძირითადი მოთხოვნა აქვს: შეიცვალოს მოსამართლეთა დანიშვნის წესი; დაჩქარდეს საქმეთა ელექტრონული განაწილება სასამართლოებში; მოსამართლის მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების შემთხვევაში, ყველაფერი გამჭვირვალე იყოს.
ახალი კამპანიის პრეზენტაციას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრებიან მთავრობის წარმომადგენლები და კანონმდებლები. კონკრეტული ქმედებები უკვე მოგვიანებით გაიწერება.