ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ფრაქციის ფორმატში დღეს პარლამენტში, თბილისის ბაგა ბაღების თანამდებობიდან გათავისუფლებულ ხელმძღვანელებს შეხვდებიან.
სერგო რატიანის განცხადებით, ბაღებიდან დირექტორების გათავისუფლება უსამართლობაა.
„ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თანადგომა დავუდასტუროთ და ასევე დავგეგმოთ, თუ რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ არ გაღრმავდეს ბაღების დირექტორების გათავისუფლების პროცესი“ - განაცხადა რატიანმა.
ბაგა ბაღების დირექტორების გათავისუფლების საფუძვლად, თბილისის მერია აუდიტისა და მონიტორინგის საქალაქო სამსახურის დასკვნას ასახელებს, რასაც ბაღის ყოფილი ხელმძღვანელები უარყოფენ. მათ გუშინ ერთობლივი სარჩელი სასამართლოშიც შეიტანეს.
ბაღების ყოფილი დირექტორების შეხვედრა პარლამენტში გასულ კვირას, განათლების კომიტეტშიც გაიმართა.