20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს

პატრიოტთა ალიანსის ერთ-ერთი ლიდერის, თარხან გასვიანის ბრალდებებზე შს სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მოკვლევა დაიწყო. გასვიანი სამართალდამცველებს ძალადობაში ადანაშაულებს.

მისი მტკიცებით, რამდენიმე დღის წინ ის ფალიაშვილის ქუჩაზე სამმა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირმა გააჩერა, პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს და მიზეზის გარეშე სამი დღე დაკავებული ყავდათ.

გასვიანი ამბობს, რომ მას სამართალდამცავებმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და მომხდარს პოლიტიკურ პროცესებს უკავშირებს.

პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენლის თქმით, მას ტვინის შერყევის მძიმე ფორმა და წოლითი რეჟიმი აქვს.

დღის ამბები