20 ნოემბერი 2024,   02:27
ვრცლად
აქცია დავით ნარმანიას სახლთან - დევნილები სოციალური პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

სოციალურად დაუცველებმა და დევნილებმა გვიან ღამით საპროტესტო აქცია გამართეს თბილისის მერის სახლთან. მანამდე რკინიგზის ყოფილი საავადმყოფოს შენობაში მცხოვრები მოქალაქეები მთელი დღის განმავლობაში მერიასთან იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. მათი თქმით, რკინიგზის ყოფილი საავადმყოფოს შენობა საცხოვრებლად უვარგისია - ინგრევა, არ არის ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი და წყალი, რის გამოც შენობაში ანტისანიტარიაა.

აქციის მონაწილეები, აღნიშნული პრობლების გაპროტესტებას ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის სახლთანაც გეგმავენ.

აქციას ნარმანიას სახლთან სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებიც შეუერთდნენ.

დღის ამბები