ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებში პარლამენტში. შეხვედრას ესწრებიან თბილისის ბაგა ბაღებიდან გათავისუფლებული დირექტორებიც.
შეხვედრის დაწყებამდე შეფასებები უკვე გაკეთდა და ოპოზიციის წარმომადგენლები დარწმუნებული არიან, რომ ბაღებიდან დირექტორების მასიური გათავისუფლება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა.
მათივე ინფორმაციით, გათავისუფლებული დირექტორების ნაცვლად, თანამდებობებზე ქართული ოცნების აქტივისტები ინიშნებიან.
როგორც ნაციონალური მოძრაობაში აცხადებენ, ბაღების მართვის სააგენტო, როგორც პოლიტიკური იარაღი, ამ პროცესებში ისე მონაწილეობს.
„ბაღების სააგენტო, როგორც პოლიტიკური იარაღი, საერთოდ უნდა გაუქმდეს, რადგან მათა არანაირი კავშირი არ აქვთ ბავშვის აღზრდასთან, მათ აქვთ კავშირი მხოლოდ პოლიტიკური ინტერესების დაცვასთან,“ - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
პოლიტიკურ მოტივს არ გამორიცხავენ გათავისუფლებული დირექტორებიც.
დღევანდელ სხდომაზეა ასევე სკოლამდელი აღზრდის შესახებ მომზადებულ კანონპროექტზეც იმსჯელებენ.