20 ნოემბერი 2024,   02:30
ვრცლად
“ვაპროტესტებთ უკანონობას, რომელიც სუფევს ტექნიკურ უნივერსიტეტში," - ლექტორებმა შიმშილობა დაიწყეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემდეგ რექტორის გადადგომის მოთხოვნით აქციები დაიწყო ტექნიკურ უნივერსიტეტში. პროფესორებმა შიმშილობის გადაწყვეტილება მიიღეს.

ისინი მოითხოვენ არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას. ისინი ამბობენ, რომ აკადემიურმა საბჭომ, მესამე ვადით ფრანგიშვილი უკანონოდ აირჩია და აცხადებენ, რომ მას განათლების მინისტრი მფარველობს.

“ვაპროტესტებთ უკანონობას, რომელიც სუფევს ტექნიკურ უნივერსიტეტში. არჩევით ორგანოებში, დემოკრატიულ სახელმწიფოებში, ერთი და იგივე პიროვნების ზედიზედ სამი ვადით არჩევა არ შეიძლება. ეს კანონი ჩვენთან უხეშად დაირღვა. მესამე ვადით არის არჩეული რექტორი, მესამე ვადით არის არჩეული კანცლერი, მესამე ვადით არის არჩეული აკადემიური საბჭოს 5 წევრი,“ - განაცხადა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა ზაალ მიქაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები