20 ნოემბერი 2024,   02:31
ვრცლად
„რექტორის, კანცლერის, აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა სრულ შესაბამისობაში კანონთან," - არჩილ ფრანგიშვილი

ლექტორების საპროტესტი აქცია ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის ფოიეში - ისინი რექტორის, არჩილ ფრანგიშვილის გადადგომას ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს რექტორმა უპასუხა. არჩილ ფრანგიშვილი აცხადებს, რომ ლექტორების მოთხოვნა უსაფუძვლოა, რადგან აკადემიურმა საბჭომ იურიდიულად სწორად მიიღო გადაწყვეტილება მისი დანიშვნის შესახებ.

„რექტორის, კანცლერის, აკადემიური საბჭოს არჩევნები ჩატარდა სრულ შესაბამისობაში კანონთან. განათლების სამინისტრომ ჩაატარა მოკვლევა და დაადგინა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტი არის აბსოლუტურად სწორი ამ საკითხებში. მათ მიმართეს სასამართლოს. ის რაც დღეს ხდება, არის პირდაპირი ზეწოლა სასამართლოზე. ამ პიროვნებების საკითხი განიხილება ფაკულტეტის საბჭოებზე, მათ გადასცეს საკითხები ეთიკის კომისიას. ეთიკის კომისია სწავლობს მათ საკითხს. ესეც რა დღეს ხდება, არის პირდაპირი ზეწოლა ეთიკის კომისაზე,“ - განაცხადა არჩილ ფრანგიშვილმა.

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

ამავე თემაზე
დღის ამბები