ბარნოვის 8 ნომერში მიწის ჩანგრევის საფრთხე არსებობს - როგორც ადგილობრივები ამბობენ, უკვე 8 წელია, მათი კორპუსის წინ მდებარე სახლი დაანგრიეს, რის შემდეგაც ამ ტერიტორიაზე გზა ნელ-ნელა ზიანდება.
მათი ინფორმაციით, საძირკველის ორმოში მიწა დღითიდღე იწევს, რაც გარშემო მდებარე კორპუსების დაზიანებას იწვევს. საფრთხეს გამორიცხავენ ამხანაგობა ბარნოვი 2 -ის წევრები. მათი ინფორმაციით, ქუჩაზე ახალი კორპუსის მშენებლობას 3 ყოფილი მოსახლე უშლის ხელს, რის გამოც სამუშაოები ფერხდება.