20 ნოემბერი 2024,   02:21
ვრცლად
სოციალურად დაუცველები ისნის გამგეობისგან კომუნალური მომსახურების აღდგენას ითხოვენ

სოციალურად დაუცველმა მოქალაქეებმა ისნის გამგეობასთან აქცია გამართეს. სამხედრო ჰოსპიტალში მცხოვრები ადამიანები კომუნალური მომსახურების აღდგენას ითხოვენ.

მათი განცხადებით, 50-ზე მეტ ოჯახს ელექტროენერგიისა და გაზის მიწოდება შეუწყვიტეს.

დახმარებას სოციალურად დაუცველები ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ, თუმცა გამგეობის განმარტებით, საკითხის გადაჭრა მათ კომპეტენციაში არ შედის.

შესაბამის უწყებებთან შუამდგომლობას აქციის მონაწილეებს საკრებულოში ისნის რაიონის მაჟორიტარი დაჰპირდა.

გუშინ მთელი დღის განმავლობაში სამხედრო ჰოსპიტალის მაცხოვრებლები აქციას მერიასთან, ღამით კი დავით ნარმანიას სახლთან მართავდნენ.

დღის ამბები