20 ნოემბერი 2024,   02:36
ვრცლად
ტექნიკურ უნივერსიტეტში პროფესორები რექტორის გადადგომას ითხოვენ

პროტესტის ახალი ტალღა - რექტორის გადადგომას ამჯერად უკვე ტექნიკურ უნივერსიტეტში ითხოვენ, თუმცა ამ შემთხვევაში უნდობლობას ხელმძღვანელს არა სტუდენტები, არამედ პროფესორების ნაწილი უცხადებს.

აქცის პირველივე დღეს მათ შიმშილობა დაიწყეს და პროტესტის უკიდურესი ზომის შეწყვეტას მანამდე არ აპირებენ, ვიდრე მესამე ვადით არჩეული არჩილ ფრანგიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.

აქციის მონაწილე პროფესორები დღეს ბრალდებებითაც გამოვიდნენ. მათი განმარტებით, ფრანგიშვილს განათლების მინისტრი მფარველობს. ლექტორების ამბობენ, რომ რამდენიმე თვის წინ ვითარებაში გასარკვევად განათლების სამინისტროს მიმართეს, თუმცა სანიკიძის უწყებას ამ დრომდე რეაგირება არ მოუხდენია.

არჩილ ფრანგიშვილი ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორების ნაწილის მოთხოვნებს "უკანონოს" უწოდებს.

რექტორის განცხადებით, აკადემიურ საბჭოს მისი მესამე ვადით დანიშვნის დროს კანონი არ დაურღვევია. ლექტორების მხრიდან გამოთქმული ბრალდებების გამო კი, ფრანგიშვილის დავალებით, პროტესტის მონაწილე პროფესორების საქმიანობის შესწავლა ეთიკის საბჭომ დაიწყო.

ტექმიკური უნივერსიტეტის რექტორი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს. აქციის და პროტესტის პარალელურად კი ლექტორებს სარჩელი ხელმძღვანელის წინააღმდეგ სასამართლოშია შეტანილი. არ არის გამორიცხული, რომ დღეს დაწყებულ პროტესტს მომდევნო დღეებში უკვე სტუდენტების სხვადასხვა ჯგუფი შეუერთდეს.  

 

 

ავტორი: გიგლა თუმანიშვილი

დღის ამბები