პოლიტიკური პარტიებისა და ლიდერების რეიტინგებს გამოაქვეყნებს დღეს ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი. ეს ბოლო კვლევის მეორე ნაწილია. მასში სახელმწიფო ინსტიტუტებზეც არის საუბარი, მათ შორის პარლამენტზე.
ასევე პრეზიდენტზე, პრემიერზე, პარლამენტის თავმჯდომარეზე, უმრავლესობისა და საპარლამენტო უმცირესობის ლიდერებზე.
ვის უფრო მეტი ნდობა აქვს, ეს დღეს გასაჯაროვდება, ისევე როგორც პოლიტიკური პარტიების რეიტინგები. საზოგადოება ასევე გაიგებს, რას ფიქრობს ხალხი არაფორმალურ მმართველობაზე.
კლვევაში 3 900-მა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა.