საბავშვო ბაღებიდან გათავისუფლებულ დირექტორებს სავარაუდოდ კიდევ ერთი შეემატება. ამის შესაძლებლობას არ გამორიცხავენ ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში. მიზეზი აღმოჩენილი დარღვევაა.
როგორც სააგენტოში აცხადებენ, შემოწმების დროს თბილისის 26-ე საბავშვო ბაღში ხუთ კილომდე ხორცის გადამალვის ფაქტი გამოვლინდა.
სააგენტოს განმარტებით, ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო ამ დაწესებულებაში, რის შემდეგაც უკვე დირექტორის პასუხისმგებლობის საკითხი დაისმება.
კურიერი ბაღის დირექტორს დაუკავშირდა, თუმცა მან ჩვენთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.